Tuesday, March 10, 2009

წიგნის წარმოშობის ისტორია


წიგნი განსწავლულობის, მეცნიერების და სიბრძნის თვალსაჩინო სიმბოლოა. მისი შექმნის ისტორია მრავალ წელს მოიცავს. იმის ცდა, რომ ადამიანს რაიმე წერით გადმოეცა, ძალიან დიდი იყო. ყველას თავისი მეთოდი ჰქონდა, მაგრამ შექმნის მიზანი ნაკლებად იყო ჩამოყალიბებული.
პირველი წიგნი გვიანდელ შუა საუკუნეებში დაიბეჭდა. მაშინდელი წიგნის მბეჭდავი, იოჰან გიუცენბერგი, წიგნის ბეჭდვის გამომგონებლად ითვლება (1400-1468), თუმცა ბეჭდვის ტექნიკა, რომელიც მან განავითარა და სრულყო გაცილებით ადრე გამოიგონეს.
იოჰანეს გიუცენბერგმა პირველი წიგნის ბეჭდვა დაასრულა 1455 წელს, რომელიც 180 ეგზემპლარად დაიბეჭდა.
შუა საუკუნეებში წიგნები გარეგნულად ისეთივე იყო, როგორიც დღესაა _ მათ ჰქონდათ ყდა, ფურცლები და ნახატები.
წიგნებს მონასტერში ბერები წერდნენ. მათ გადამწერები ერქვათ. გადამწერები წიგნებს იწერდნენ და კაზმავდნენ.
ეგვიპტელები, თურმე, გაბრტყელებული პაპირუსისგან გაკეთებულ ქაღალდზე წერდნენ. მელანს ისინი წყალსა და წებოსთან შერეული ხის ნახშირისგან ამზადებდნენ.
მოგვიანებით ცხოველების ტყავის პერაგამენტზე ანუ ეტრატის დამზადება დაუწყიათ. იგი პაპირუსზე უკეთესი იყო, რადგან ეტრატზე ორივე მხრიდან იწერება.




ძველი ეგვიპტური იეროგლიფი


წიგნები და იეროგლიფები ეგვიპტეში განსაკუთრებულ, ჭილის `ქაღალდზე~ იწერებოდა. იგი პაპირუსისგან მზადდებოდა და ჩვეულებრივ ქაღალდზე გაცილებით გამძლე და მოქნილი იყო. Eეს `ქაღალდი~ ძვირი ჯდებოდა და ამიტომ უბრალო, ყოფილი ჩანაწერებისა და სასკოლო სავარჯიშოებისათვის ე.წ. `ოსტრაკონს~ _ ბრტყელ ქვას ან თიხის ფიფიტას იყენებდნენ. Kალმად ლერწმის ღეროს ხმარობდნენ, მელანს კი ჭვარტლისგან ამზადებდნენ.

ეგვიპტური დამწერლობა 3 ათასი წლის განმავლობაში იქმნებოდა. Yველა წერილობითი ძეგლი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშია. იეროგლიფი ბერძნული სიტყვაა: Hიეტეს _ საღვთო, Lუპჰე _ ამოკვეთა, ამოჭრა.



ჩინური დამწერლობა



ქრისტეშობიდან 175 წელს ჩინელმა სამეფო კარის სწავლულმა შეიმუშავა მეთოდი, რომელითაც შესაძლებელი იყო ლექსების და ისტორიული ცნობების თაობებისთვის შემონახვა. არჩეულ ტექსტებს ქვის ფირფიტებზე კვეთდნენ, შემდეგ წარწერებიან ქვაზე დასველებულ ქაღალდს აფენდნენ და მერე მის ზედაპირს შავი ტუშით ღებავდნენ..
მოგვიანებით ჩინელებმა ქვის Dდაფები ხის მასალით შეცვალეს, ამჯერად ასოები ხეზე სარკისებურად ამოკვეთილი და ზედაპირიდან ამობურცული იყო.


იცით თუ არა, რომ...

• დღეს არსებული დამწერლობებიდან ჩინური ყველაზე ძველია?
• არაბული და ლათინური ყველაზე გავრცელებული დამწერლობებია მსოფლიოში...
• ბერძნული პირველი ანბანია, სადაც ხმოვნები შემოიღეს
• ფინიკიური დამწერლობა პირველი ანბანია მსოფლიოში
• სლავური დამწერლობა ბერძენმა კირილემ შექმნა, ამიტომ უწოდებენ მას სლავურ-კირილურს, ანუ კირილიცას;
• თანამედროვე 14 დამწერლობათაგან სიძველით პირველ ოთხ ადგილს იკავებს: ჩინური, ბერძნული, ლათინური და ებრაული. ქართული დამწერლობა მე-5 ადგილზეა. Mმას მოსდევს სირიული, არაბული, სომხური, ეთიოპიური, იაპონური, სლავურ-კირილური, ინდური, მონღოლური და კორეული.


რაც შეეხება საქართველოში წიგნად გამოცემის ტრადიციას, მას საფუძველი ჩაეყარა მე-18 საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ VI-ის მეფობის დროს.
სტამბის გამმართველად ვახტანგ VI-ს რუმინეთიდან მოუწვეია ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი, უნგროვლახელი ოსტატი მ. იშტვანოვიჩი. Pპირველი წიგნი, რომელიც დაისტამბა, იყო `სახარება~. 1709-1712 წ.წ. დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს `სწავლულ კაცთა~ მიერ მეცნიერულად დადგენილი ტექსტი `ვეფხისტყაოსნისა~, ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით (1712 წ). 1713 წლიდან 1720 წლის მიწურულადმდე სტამბაში დაიბეჭდა მხოლოდ 5 წიგნი. Aამ პერიოდში წიგნების გამოცემა შემცირდა ვახტანგ VI-ის ქირამში გადასახლების გამო.
1721-1722 წლებიდან კვლავ დაიწყო სტამბაში წიგნების ბეჭდვა-გამოცემის აღორძინება: დაისტამბა ვახტანგ VI –ის მიერ თარგმნილი “ქმნულების ცოდნის წიგნი” ანუ “აიათი”, ხოლო 1772 წ. _ “ჟამნი”, რის შემდეგაც სტამბამ არსებობა შეწყვიტა. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 დასახელების წიგნი, რომელთა ბეჭდვის და გამოცემის ხარისხი ისეთივეა, როგორც ევროპის სტამბაში გამოცემული წიგნისა. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით) . ტექნიკური შესრულების ყოველი მხარე-კარგი ქაღალდი, ჩინებული აკინძვა და შეკაზმვა იმდროინდელი ხელოვნების შედევრია, სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ.ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანი ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვირიკე სამთავნელი და სხვანი.


ნატა კეჭაყმაძე, ნინო სახიაშვილი – 11ბ
 

პროექტები | 63-ე საჯარო სკოლა | ჩვენ შესახებ